სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „კონფლიქტოლოგია“ დოქტორანტ როინ ზუმბულიძის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის დანიშვნის შესახებ
ვბრძანებ:
1. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „კონფლიქტოლოგია“ მე-8 სემესტრის დოქტორანტ როინ ზუმბულიძის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 2025 წლის 15 ივლისს 11:00 საათზე;
2. სამეცნიერო კვლევითი პროექტის დაცვა ჩატარდეს თსუ-ის II კორპუსში, N 235 აუდიტორიაში;
3. დამტკიცდეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
- გუგული მაღრაძე - ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური მიმართულების პროფესორი-კომისიის თავმჯდომარე;
 - ზურაბ აბაშიძე - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
 - თეონა მატარაძე - ფილოსოფიის დოქტორი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორი - კომისიის მდივანი;
 - გია ჟორჟოლიანი - ისტორიის დოქტორი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
 - ვახტანგ მაისაია - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი.
 
4. ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.